
პაწაწინა ნელა
ეუბნება ნიკოს:
– თუ გინდა რომ მუდამ
შემოდგომა იყოს,
ჩვენს სოფელში მოდი,
შევეხვეწოთ ყველას:
– ნე დაბერტყავთ კაკალს!
– ნუ გაკრეფავთ ვენახს!
სულ თუ ესხა ხეებს
ატამი და ვაშლი,
მუდამ შემოდგომა
ხომ იქნება მაშინ!
– მუდამ შემოდგომა
ვის რად უნდა, დაო,
ახალი წლის ღამეს
ვაშლით ვიგუნდაოთ?!